ქართველი პარასპორტსმენების კიდევ ერთი წარმატება მსოფლიო თასის გათამაშებაზე.
ეტლით მოფარიკავე საქართველოს ნაკრებმა უნგრეთში მიმდინარე ტურნირზე სამი სინჯის მედალი მოიპოვა. ქართული ჰიმნი საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ ირმა ხეცურიანმა ააჟღერა.
წარმატებით გამოვიდა მსოფლიო თასის გათამაშებაზე კიდევ ერთი ეტლით მოფარიკავე ქართველი ნინო თიბილაშვილი, რომელიც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.