მებაჟე-ოფიცრებმა ყაზბეგში ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი და ჰაშიში ამოიღეს
მებაჟე-ოფიცრებმა ყაზბეგში ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი და ჰაშიში აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, ერთ-ერთ ავტობუსში, რომელიც სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ იყო, 149 გრამი კოკაინი და 64 გრამი ჰაშიში გამოავლინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზბეგის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს გადაეცა. უწყებამ გამოძიება 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.