მავნე პრაქტიკა

კვალიფიკაციის პრობლემა თუ კორუფციული გარიგება? ალბათ, არაერთხელ გსმენიათ პაციენტის ჩივილი იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმმა ერთბაშად ბევრი წამალი გამოუწერა. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ამ მოვლენას, ანუ გაუმართლებლად ბევრი წამლის და სამკურნალო პროცედურის დანიშვნას – თავისი სახელიც კი აქვს: პოლიპრაგმაზია.

სპეციალისტების განმარტებით, სამი წამლის ერთად დანიშვნა დაახლოებით 20%-მდე გვერდით ეფექტს წარმოშობს, ხოლო 5-6 პრეპარატის დანიშვნის დროს, მათ მიერ გამოწვეული გვერდითი ეფექტების ჯამი 81-დან 90%-მდე აღწევს.

რატომ გვიწერს ზოგიერთი ექიმი საჭიროზე მეტ წამალს? – მარიამ სეთურიძის რეპორტაჟი.