მედიკამენტების ხარისხის კონტროლს ახალი კანონი დაარეგულირებს
მედიკამენტების ხარისხის კონტროლს ახალი კანონი დაარეგულირებს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლს ახალი კანონი დაარეგულირებს.

მისი შეფასებით, ახალ კანონპროექტზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რომლის მიზანიც მოსახლეობის ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფაა.

“დაგეგმილ რეფორმებთან ერთად, რომელიც მთლიანობაში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას ემსახურება, ასევე არის დაგეგმილი გარკვეული ნაბიჯები მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებითაც. რაც მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ლაბორატორიული კონტროლის დაწესება, მონიტორინგი მიმოქცევაში არსებულ მედიკამენტებზე. თანხები, რომელიც გამოყოფილია ამ მიზნებისათვის საკმაოდ მცირეა, უფრო მეტი თანხაა საჭირო, რათა ეს ყველაფერი გავაკეთოთ, მოქალაქეების უსაფრთხოება დავიცვათ და ისინი ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველვყოთ. 12 ათასი დასახელების მედიკამენტი არსებობის და თითოეული მათგანის გაკონტროლება საკმაოდ რთულია, თუ როგორ ხდება მიმოქცევაში, არის თუ არა ფალსიფიცირებული. სამინისტროს ამისათვის სპეციალური პროგრამა აქვს და ახალ კანონმდებლობას ამზადებს, რომელიც მედიკამენტების კონტროლის და ხარისხის გაუმჯობესებას შეეხება”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.