მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება

დღეს „ტელესკოლის“  მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარებული ნახევარფინალის შედეგად, სულ 30 გამარჯვებული გამოვლინდა, მათგან საუკეთესოებს საჩუქრები გადაეცათ. დაჯილდოებაზე დიპლომები მათემატიკის ოლიმპიადის ფინალისტების მასწავლებლებმაც მიიღეს. ოლიმპიადამ სტარტი ციფრულ სივრცეში 1TVplay-ზე აიღო, აპლიკაციის საშუალებით 4000-ზე მეტი მომხმარებელი იყო რეგისტრირებული. ოლიმპიადის მიმდინარეობისას აპლიკაცია ჩამოტვირთა 10 000-მა მომხმარებელმა. პროექტს ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ აქვს და მოსწავლეებისთვის უნიკალური შესაძლებლობა შექმნა, სრულიად უფასოდ ჩართულიყვნენ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.

ოლიმპიადის მიზანი, მოსწავლეებში მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარება და არასტანდარტული შინაარსის ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ცოდნის დაუფლებაა.

მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა

ტელესკოლა