მასშტაბური აქციები ერევანში

დღეს დილიდან ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე 352 ადამიანი დააკავეს. ერევნის პოლიციის ინფორმაციით, ყველა დემონსტრანტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დილის 8:00 საათიდან, სომხეთის დედაქალაქში მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს.

წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები ერევნის სხვადასხვა რაიონში ქუჩებს კეტავენ. პოლიცია მოძრაობის აღდგენას ცდილობს. სომხური მედიის ცნობით, ერევანში დაკავებულთა შორის არიან 44-დღიანი ომის მონაწილეებიც. სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები 2 მაისიდან მიმდინარეობს.