მარტვილში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თანასოფლელს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ჯერჯერობით, დანაშაულის მოტივი უცნობია. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.