მართლწესრიგის ოფიცრები

არასრულწლოვნებს შორის დანაშაულის პრევენცია იქნება ერთ-ერთი ფუნქცია მართლწესრიგის ოფიცრების, რომლებიც თბილისის ქუჩებში მალე გამოჩნდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უბნების მიხედვით გადანაწილდებიან და 24-საათიან რეჟიმში მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქციებს შორის იქნება საკუთარი უბნის მცხოვრებლებთან კომუნიკაციის დამყარება და ნემისმიერ კონფლიქტზე ინფორმაციის მოპოვება.

უწყების ახალი რეფორმის ფარგლებში 365 ოფიცერი უნდა შეირჩეს. კონფლიქტის შემთხვევაში მათი გამოძახება ონლაინრეჟიმშიც იქნება შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი