მარიუპოლში დაბომბვები გრძელდება

ცოტა ხნის წინ მარიუპოლში კიდევ ერთხელ დაიბომბა საცხოვრებელი კვარტალი. მსხვერპლის და დაჭრილების შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. უკრაინის ვიცე-პრემიერი თავის ყოველდღიურ მიმართვაში დღეს ისევ საუბრობს ჰუმანიტარულ მარშრუტებზე ოკუპანტების მხრიდან შექმნილ პრობლემებზე. ვიცე-პრემიერი მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის შედარებით უსაფრთხო გზების შესახებ, საიდან არის შესაძლებელი გაჰყვნენ საევაკუაციო ტრანსპორტს ან მიიღონ ჰუმანიტარული დახმარება.