სასამართლო პროცესი მარიტა მეფარიშვილის დაღუპვის საქმეზე

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა და მორიგი სასამართლო სხდომა – ცხრავე ბრალდებულს სასჯელი გაუხანგრძლივდა და მოსამართლემ ისინი პატიმრობაში დატოვა. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დღეს მსჯელობდნენ აღკვეთი ღონისძიების გადახედვაზე.

შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. გამოძიებამ ცხრა პირი დააკავა, რომლებსაც სამსახურებრივ გულგრილობას, ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და სამშენებლო წესების დარღვევას ედავებიან.