მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობები მკაცრდება

15:11, 02.07.2025

პასუხისმგებლობა მკაცრდება მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. რამდენიმე წუთის წინ დაჩქარებული წესით მიიღეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილება. ინიციატივის მიხედვით, კოდექსიდან ამოღებული იქნება ის მუხლი, რომელიც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას არეგულირებს, ცვლილებებით მცენარე კანაფის ან მარიხუანას ფლობა „სისხლის სამართლის კოდექსის“ სხვა მუხლებში იმავე რეჟიმში მოექცევა, რაც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზეა დადგენილი.

მსგავსი