საბავშვო ევროვიზიაზე საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა – მარიამ ბიგვავამ 161 ქულა მიიღო. მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი, 203 ქულით გახდა. მეორე ადგილზე სომხეთი გავიდა. პოლონეთმა და სომხეთმა საქართველოს 12-12 ქულა მისცეს.
პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა, მარიამ ბიგვავამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა შეასრულა. შოუ საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
მარიამ ბიგვავას შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიაზე [ვიდეო]
ევროვიზია