გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი პრემიერისთვის ემზადება. ორ დღეში სამეფო უბნის თეატრის მაყურებელი მარიამ ალექსიძის საავტორო პროექტს იხილავს. ბახის პროექტების ციკლის პირველ დადგმაზე, თანამედროვე ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.
წარმოდგენა უცხოელ და ქართველ მუსიკოსებს აერთიანებს. მოცეკვავეები კი ქორეოგრაფიულ მოძრაობებს ცოცხალი მუსიკის თანხლებით ასრულებენ. ბახის პროექტების ციკლის პირველი დადგმის საპრემიერო ჩვენებები სამეფო უბნის თეატრში 18, 19 და 20 თებერვალს გაიმართება.