მამუკა ბახტაძე - პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის გენერალური ხაზი არ გადაიხედება
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის გენერალური ხაზი არ გადაიხედება, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, მოქალაქეების ხელმისაწვდომობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორში დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების არსებობა.