მაიკ პენსის ლათინოამერიკული ტურნე

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ლათინოამერიკული ტურნეს ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიგრაციის საკითხის განხილვაა. გვატემალაში, ცენტრალური ამერიკის ქვეყნების პრეზიდენტებთან შეხვედრისას, მაიკ პენსმა მათ მოუწოდა, შეაჩერონ მიგრაციის ნაკადი თავიანთი ქვეყნებიდან.

„პატივი ეცით ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს,“ – განუცხადა პენსმა გვატემალის, ჰონდურასისა და სალვადორის პრეზიდენტებს. 2018 წელს ამ სამი სახელმწიფოდან შეერთებულ შტატებში 150 ათასამდე მიგრანტი შევიდა. ლათინოამერიკული ტურნეს ფარგლებში პენსი ასევე ეკვადორსა და ბრაზილიაში ჩავიდა.