ალეკო ელისაშვილის რადიკალურ გადაწყვეტილებას იწონებს, თუმცა პოლიტიკოსს საქმის ბოლომდე ვერ მიყვანას უწუნებს მალხაზ მაჩალიკაშვილი. სოციალურ ქსელში მაჩალიკაშვილი წერს: „თუ ნამდვილად გაქვს გადაწყვეტილი, ყველა შემთხვევაში მოასწრებ, თუნდაც მანდატური თუ პოლიციელი ერთი სანტიმეტრით გაშორებდეს. ცეცხლი და ნავთი, – ეს ორი ნივთიერება წამებს არ ითვლის. რაც შეხება, იმ ოპო ლიდერებს, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაგმობას ალეკოს საქციელისა – აი ზუსტად ამიტომაც დახეტიალობთ უაზროდ დღემდე.” – წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.