მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრებმა ხეობის მოსახლეობას პროკურატურაში გამართული შეხვედრის დეტალები გააცნეს 

პროკურატურაში გამართული შეხვედრის დეტალები გააცნეს მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრებმა დღეს ხეობის მოსახლეობას. მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ძირითადი შეკითხვები ისევ უპასუხოდ რჩება, უცვლელია ოჯახის მოთხოვნებიც, დაზარალებულად ცნობისა და უდანაშაულოდ აღიარების შესახებ.

ასევე, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლეშივე დაკავებულად ცნობასაც ითხოვს. პარალელურად, უფლებადამცველები ამზადებენ სარჩელს,  რომელსაც რამდენიმე დღეში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგენენ. ასევე, ადვოკატები მომავალ კვირას დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად სოფელ დუისში ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავენ.