„ლუკინო ვისკონტი, ეპისტოლარიუმი 1939-1961“ – ლელა ბერიძის თარგმანი იტალიელი რეჟისორის 700-ზე მეტ წერილსა და აქამდე უცნობ დეტალებს აერთიანებს
საქართველოში პირველად გამოიცა ლეგენდარული იტალიელი რეჟისორის, ლუკინო ვისკონტის ეპისტოლარული კრებული. წიგნი, რომელიც კინორეჟისორმა და იტალიანისტმა, ლელა ბერიძემ თარგმნა, შვიდასზე მეტ წერილს აერთიანებს და მკითხველს დიდი რეჟისორის ცხოვრებისა და შემოქმედების აქამდე უცნობ დეტალებს აცნობს.