ლუგარის ლაბორატორიის დასკვნა

ჩინეთის შემდეგ საქართველომ ავიამიმოსვლა დროებით, შესაძლოა, ირანთანაც შეაჩეროს. საკითხზე საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს. მიზეზი ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესებაა.

რაც შეეხება საქარველოს, ჩვენი ქვეყანა კვლავ ე.წ. მწვანე უსაფრთხო ზონად ითვლება. კორონავირუსი არ დაუდგინდათ ირანის მოქალაქეებს, რომლებიც გუშინ ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს. საშიში ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ არც ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საკარანტინო პერიოდს საჩხერის სამედიცინო ცენტრთან მდებარე სასტუმროში გაივლიან.

თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.