ლონდონის საგამოფენო ცენტრში „Olympia London“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „London Wine Fair 2022“ გაიმართა. ღონისძიებაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა. ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 260 ათასამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53%-ით მეტია.