აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი თელ-ავივში ჩავიდა, სადაც ისრაელის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ოსტინმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას ისრაელის მიმართ „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ოსტინი შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსაც. თავდაცვის ოფიციალური პირები, რომლებიც ისრაელში ოსტინთან ერთად ჩავიდნენ, აცხადებენ, რომ აშშ მზადაა, დარწმუნდეს, რომ ქვეყანას ყველაფერი აქვს, რაც თავის დასაცავად სჭირდება. თავდაცვის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ აშშ-მა უკვე მიაწოდა ისრაელს მცირე დიამეტრის ბომბები, ასევე ჩამჭრელი რაკეტები „რკინის გუმბათის“ სისტემისთვის, სხვა საბრძოლო მასალების მიწოდებას კი დღეს ელოდებიან.