ანტვერპენში მოქმედმა ქართულმა ლიტერატურულმა თეატრმა „ჩვენ დავბრუნდებით“ სპექტაკლების პრემიერა გამართა. პირველ განყოფილებაში ემიგრანტმა მოზარდებმა მაყურებელს მიუზიკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ წარმოუდგინეს. მეორე განყოფილებაში უკვე უფროსი თაობის მოყვარულმა მსახიობებმა კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენას“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი აჩვენეს. ორივე სპექტაკლის რეჟისორი, თეატრის დამფუძნებელი მანანა ხორბალაძეა.