ლინას ლინკევიჩუსი: საქართველომ რეფორმები უნდა გააგრძელოს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში საქართველოსადმი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა აისახოს, – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ლინკევიჩუსმა აღნიშნა, ევროკავშირმა უნდა მისცეს უფრო მეტი მათ, ვინც მეტის მისაღებად მზადაა. მისივე თქმით, საქართველომ რეფორმები უნდა გააგრძელოს.