ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადება

ლიეტუვის პრეზიდენტი უარყოფითად აფასებს საქართველოში ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტს. „ვიზიტთან დაკავშირებით, სამწუხაროდ იძულებული ვარ განვაცხადო, რომ ზიანი დადგა და შესაძლოა, დაზიანდა ჩვენი, როგორც შუამავლის იმიჯი საქართველოში“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ. მისი თქმით, ლიეტუვა მზად არის პარტნიორებთან ერთად, დაეხმაროს საქართველოს არსებული კრიზისის გადალახვაში და ამ მიზნით, ნებისმიერ დროს ეწვიოს ქვეყანას. აღნიშნული განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობაზე საუბრის ფარგლებში,   ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე გააკეთა.  ამის შესახებ დაწერა „ტვიტერზე“ კერსტი კალიულაიდიმაც.  „აღმოსავლეთ პარტნიორობა არის საკითხი, რომლის წინაშეც ჩვენს ქვეყნებს მორალური ვალდებულებები აქვთ. განვიხილეთ ბელარუსის ხალხის მომავლის პერსპექტივები, ბოლო დროს საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები და რეფორმების პროცესი უკრაინაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოამბე