ლიეტუვის პრეზიდენტი - ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტთან დაკავშირებით იძულებული ვარ, განვაცხადო, რომ ზიანი დადგა და შესაძლოა, დაზიანდა ჩვენი, როგორც შუამავლის იმიჯი საქართველოში
ლიეტუვის პრეზიდენტი - ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტთან დაკავშირებით იძულებული ვარ, განვაცხადო, რომ ზიანი დადგა და შესაძლოა, დაზიანდა ჩვენი, როგორც შუამავლის იმიჯი საქართველოში

ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტთან დაკავშირებით, სამწუხაროდ იძულებული ვარ, განვაცხადო, რომ ზიანი დადგა და შესაძლოა, დაზიანდა ჩვენი, როგორც შუამავლის იმიჯი საქართველოში, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ნებისმიერ შუამავლობას უნდა მოჰქონდეს სარგებელი და არა ზიანი. ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტთან დაკავშირებით, სამწუხაროდ იძულებული ვარ განვაცხადო, რომ ზიანი დადგა და შესაძლოა, დაზიანდა ჩვენი, როგორც შუამავლის იმიჯი საქართველოში.

ჩვენ რა თქმა უნდა, ვმუშაობდით ევროკავშირის დონეზე და შემთხვევითი არ არის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ კვირაში სტუმრობდა საქართველოს. მან საკმაოდ ღრმა დისკუსიები გამართა როგორც ოპოზიციის ლიდერებთან, ისე მმართველ გუნდთან. ჯერ ვერ ვიტყვით, რომ შედეგი ხელშესახები და მრავლისმთქმელია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას ეს აღვნიშნე და მას ეს კარგად ესმის. ჩვენ მზად ვართ, საქართველოში ნებისმიერ დროს წავიდეთ, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჩვენ პარტნიორებთან, პოლონეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და დავეხმაროთ გადალახონ ეს არც ისე მარტივი ვითარება. არ მინდა, კრიზისი დავარქვა, თუმცა სამწუხაროდ ის, რაც ხდება, ძალიან ჰგავს ამას. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ლიეტუვაში, დავეხმაროთ და არა ხელი შევუშალოთ“,- განაცხადა გიტანას ნაუსედამ.