ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გაუწევს. მისი თქმით, ლიეტუვა უკრაინას საბრძოლო მასალებსა და ათ ერთეულ ჯავშანტექნიკას გადასცემს. მან ასევე მოუწოდა უკრაინის მთავრობას, არ გაჩერდნენ რეფორმების განხორციელების პროცესში. ნაუსედამ უკრაინის პრეზიდენტს ლიეტუვის უმაღლესი ჯილდო გადასცა.