ვირუსის შემთხვევების მიუხედავად, სპეციალისტები თვლიან, რომ ეპიდსიტუაცია ბოლნისში კონტროლს ექვემდებარება, გადაწყვეტილებაც შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, ამის საფუძველზე მიიღეს, – ასე განმარტავს მიმდინარე პროცესს მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ გათვალისწინებულია, პირველ რიგში, უსაფრთხობა და ამასთან, მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესები.