„ლელოს“ ლიდერები, გრიგოლ გეგელია და ვატო სურგულაძე ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ახალი ინიციატივით მიმართავენ, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობას გულისხმობს. მათი თქმით, ქვეყანაში უნდა შემოვიდეს კომერციული ვაქცინა და ყველა დაინტერესებულ პირს უნდა შეეძლოს მისი გაკეთება. „ლელოს“ ლიდერების თქმით, ეს იქნება შეღავათი ჯანდაცვის სფეროსთვის და სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინა იქნება განკუთვნილი მოწყვლადი ჯგუფებისთვის.