ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული ცნობილია. ლელა ჯავახიშვილმა, დასკვნით ტურში ნია დონღვანი დაამარცხა და დამაჯერებლად მოიპოვა ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტული. ის საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა, მეორე ადგილზე ნინო ბაციაშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ევროპის ჩემპიონმა, მერი არაბიძემ დაიკავა. ჩემპიონატი ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდებოდა.