ლეილა აბაშიძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

ქართული კინოს ვარსკვლავს, სახალხო არტისტს ლეილა აბაშიძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ პირველ არხს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თავდაპირველად საუბარი იყო ლეილა აბაშიძის დიდუბის პანთეონში დაკრძალვაზე, თუმცა, პანთეონში ადგილის არარსებობის გამო, გადაწყვეტილება შეიცვალა.

ლეილა აბაშიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.