ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს დღეს ქართული კინოს ვარსკვლავი ლეილა აბაშიძე.

მსახიობის ანდერძის მიხედვით, ის დედის გვერდით დაიკრძალა. გამოსამშვიდობებელი სიტყვა კინომცოდნე გოგი დოლიძემ, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ და სხვა ხელოვანებმა წარმოთქვეს.

მსახიობი უკანასკნელ გზაზე ქაშუეთის ეკლესიიდან ტაშით გააცილეს.

ოჯახს ლეილა აბაშიძის კოლეგებმა, მეგობრებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მიუსამძიმრეს.

სამოქალაქო პანაშვიდზე პოლიტიკოსები, მთავრობის  წევრები და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდნენ.