„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა, დაჩქარებული წესით განიხილოს მისი სარჩელი. „ლეიბორისტული პარტია“ მთავრობას მუნიციპალური ტრანსპორტის დროებითი შეზღუდვის გამო უჩივის.
ნათელაშვილის განცხადებით, საზოგადოების ზეწოლისა და „ლეიბორისტული პარტიის“ ბრძოლის შედეგად, საქალაქო სასამართლო იძულებული გახდა, წარმოებაში მიეღო სარჩელი, რომელიც თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერებას ეხება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით იზღუდება მოქალაქეების უფლებები და მანქანებით გადაადგილების დროს კი უფრო მეტად იზრდება ინფიცირების რისკი. ნათელაშვილი სარჩელის დროულად განხილვას და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას მოითხოვს.