ლაზარე გრიგორიადისის საქმე - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ახალგაზრდა მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დღესვე გრეგორიადისის მხარდამჭერი აქციაა დაანონსებული. პარალელურად, 21 წლის მამაკაცის დაკავება, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, ისევ პოლიტიკური კომენტარების თემაა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება მოქალაქეების დაშინებას ცდილობს. უმრავლესობის წევრები კი აქციაზე მომხდარი ინციდენტების უკან რადიკალურ ოპოზიციის კვალს ხედავს.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველმა მოინახულა. ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხს ზედამხედველობას გაუწევს.

გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები ესროლა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. მან ასევე ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.