ლატვიის მიერ რუსული ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, ტელეარხი მაუწყებლობას ვერც ლიეტუვაში შეძლებს. ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ გაავრცელა. როგორც კომისიაში აცხადებენ, ლატვიის ელექტრონული მედიასაშუალებების ეროვნული საბჭოს მიერ რუსულ ტელეკომპანია „დოჟდთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დღეს ღამით შევა ძალაში. ლატვიის მიერ გაცემული ლიცენზია „დოჟდს“ უფლებას აძლევდა, კონტენტი გაევრცელებინა ევროკავშირში, რუსეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.