ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდები

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდები გააუმჯობესა – ქართველმა სპორტსმენმა აშხაბადში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე შვიდი რეკორდი დაამყარა – ორი ატაცში, ორი აკვრაში და სამი ორჭიდში. ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 474 კგ. დაძლია და სამივე ოქროს მედალი მოიპოვა – ატაცში, აკვრასა და ორჭიდში.

ლაშა ტალახაძეს გამარჯვება მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ. ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარება ტალახაძეს მიულოცა სალომე ზურაბიშვილმაც. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ლაშა ტალახაძე არის მაგალითი, რომ ლანძღვა და მუქარა შედეგის მომტანი ვერ არის.

მიხეილ ნიკოლეიშვილი ისაუბრებს აშხაბადიდან.