ლაშა შავდათუაშვილი სანქტ-პეტერბურგის მასტერსის ვერცხლის მედლის მფლობელია

ლაშა შავდათუაშვილი რუსეთში მიმდინარე სანქტ-პეტერბურგის მასტერსის ვერცხლის მედლის მფლობელია. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველის მეტოქე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და რეიტინგის პირველი ნომერი იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო იყო.

შავდათუაშვილი მოწინააღმდეგესთან შეხვედრის დებიუტში უპირატესობას იაპონელი ძიუდოისტის გაფრთხილების გამო ფლობდა, თუმცა, გადამწყვეტ მომენტში გდება ზუსტად ვერ შეასრულა, მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ილეთი გამოუცნო და ვაზარი გამოიმუშავა.

საბოლოო ჯამში, ქართველთა დღევანდელი მონაგარი ერთი ბრინჯაოს და 1 ვერცხლის მედალია.