ქართველი ძიუდოსტების კიდევ ერთი უმედლო დღე
ქართველი ძიუდოსტების კიდევ ერთი უმედლო დღე

ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცას სპორტის სასახლეში ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეც საქართველოს ნაკრების წევრებმა მედლის გარეშე დაასრულეს.

ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატების მესამე პრიზიორი ტატო გრიგალაშვილი (73) პირველივე შეხვედრაში მოლდოველ კორნელ ანდრიესთან ვაზარით დამარცხა.

პირველივე შეხვედრა წააგო ბექა შავდათუაშვილმაც (73), რომელიც ავსტრიელ ლუკას რაიტერთან იპონით დამარცხდა.

81 კგ. წონით კატეგორიაში ბექა დონღვანმა პირველ წრეში რუმინელ ელემერ ჟოცზისს იპონით მოუგო, შემდეგ კი უკრაინელ ბოჰდან ზუსკოსთან სამი ვაზარით წააგო.