ლარნაკაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

საქართველოს 9 მოქალაქე ავიაკომპანია ვიზეარისგან და კვიპროსში საქართველოს საელჩოსგან დახმარებას ითხოვს. მგზავრები ქალაქ ლარნაკაში ჩარჩნენ. მიზეზი კი აეროპორტში შექმნილი შეფერხება გახდა. შედეგად, მგზავრები რეისზე აღარ დაუშვეს და შემდეგ ფრენაზე ახალი ბილეთის შეძენა შესთავაზეს.

ავიაკომპანიისა და აეროპორტის წინააღმდეგ ტურისტები სარჩელსაც ამზადებენ. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, “ვიზეარში” განცხადებას, სავარაუდოდ, მოგვიანებით გააკეთებენ.

 

დატოვე კომენტარი