„ლარის გზა“
• პოლიტიკური ლაბირინთებიდან ეროვნული ბანკის საცავებამდე. კუპონის მემკვიდრეობიდან მსოფლიო აღიარებამდე. რევოლუციები, ომები და ეკონომიკური კრიზისები, ასეთია პირველი ეროვნული ვალუტის 20 წლიანი თავგადასავალი. წელს ქართული ლარი იუბილარია.

• ფილმში მონაწილე ადამიანები იხსენებენ იმ ისტორიულ პერიპეტიებს თუ რა ხდებოდა 20 წლის წინ საქართველოში, ქართული ლარის მიმოქცევაში გაშვებამდე და გაშვების შემდეგ.

• მაყურებელი პირველად ნახავს უნიკალურ კადრებს, თუ რა გზას გადის ჩვენი ეროვნული ვალუტა ევროპის ფულის საბეჭდი სტამბებიდან საქართველოს მოქალაქეების საბანკო და სახელფასო ანგარიშებამდე.

რეჟისორები: ლევან კიტია, ლევან ახობაძე,ფილმის ავტორები: ზაზა ჯღარკავა, ბიძინა მაყაშვილი.