კვაჭანტირაძე განმეორებით კენჭისყრამდე გადადგა   

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის საპარლამენტო თანამდებობამ ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.

ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორის საკითხთა კომიტეტი საბოლოოდ საკუთარი ნებით დატოვა. ამ გადაწყვეტილებამდე უმრავლესობამ მისი გადაყენება კენჭისყრის გზით სცადა, თუმცა საკმარისი ხმები ვერ დააგროვა. მმართველ გუნდში ფაქტი ტექნიკური ხარვეზით ახსნეს.

კენჭისყრის დაწყებას, წინ ხმამაღალი განცხადებები უძღოდა. ყოფილმა თანაგუნდელებმა კვაჭანტირაძეს საპარლამენტო პოსტზე მუშაობის ხარისხი დაუწუნეს, შეფასებების დროს გაისმა სიტყვა უსაქმურიც.

არანაკლებ მწვავე იყო საპასუხო რეაქცია.

თეონა მანაგაძე მუშაობდა თემაზე.