საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელსაც გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, მმართველმა პარტიამ დღეს თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან მოხსნისთვის აუცილებელი 76 ხმა უმრავლესობამ ვერ შეაგროვა. პარლამენტის სპიკერის კაბინეტში გამართული კონსულტაციის შემდეგ, მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დასახელდა და უმრავლესობამ საკითხი დღის წესრიგში ხელახლა შეიტანა. თუმცა კვაჭანტირაძე ვერც ამჯერად გადააყენეს.
თეონა მანაგაძე მუშაობს პარლამენტში.