კუშნერი და უიტკოფი მოსკოვში ჩავიდნენ

18:23, 05.09.2026

ამერიკის ახალი გეგმა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები – ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მორიგი ძალისხმევის ფარგლებში რუსეთში ჩავიდნენ. მედიის ინფორმაციით, მომლაპარაკებლები მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში სპეციალური რეისით ჩაფრინდნენ. რუსული მედია წერს, რომ მათ აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი დახვდა. როგორც ცნობილია, დღეს კუშნერი და უიტკოფი, ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან. ხვალ კი, უკვე უკრაინაში გაემგზავრებიან. როგორც დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, მის წარმომადგენლებს ომის დასასრულებლად წინადადება მიაქვთ. ტრამპმა ასევე პუტინის ნატოზე შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

მსგავსი