თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. წელს უნივერსიტეტს ჯამში 1 100-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრება მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს. მათ შორის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა განათლების მინისტრმაც. ღონისძიების ფარგლებში მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგნენ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი და სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები.