კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადება

18:34, 10.08.2019

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ყინწვისის ტაძარში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს.

სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულებელყოფით შესრულებული სამუშაოები, სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან, უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვნად აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას.

სააგენტოს ინფორმაციით, იყო არაერთი მცდელობა, რომ ეს თვითნებური სამუშაოები აღკვეთილიყო, თუმცა ადგილობრივმა სასულიერო პირებმა  უწყების ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.

სააგენტო მზად არის, მოამზადოს სარეაბილიტაციო პროექტი და ეკლესიაში იატაკის შეცვლასთან ერთად, სხვა პრობლემურ საკითხებზეც იმუშაოს.

მსგავსი