ანსამბლ „ჩვენებურებს“ კულტურის სამინისტრომ საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. ღონისძიებას ანსამბლის წევრები, ასევე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფოს მხრიდან ანსამბლების სამოსით უზრუნველყოფა დაახლოებით 15 წელია, არ მომხდარა, ინიციატივა უწყებამ 2021 წლიდან დაიწყო. გამოყოფილია 197 999 ლარი და მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 12 სხვადასხვა ანსამბლს მათ საჭიროებაზე მორგებული სასცენო სამოსი და აქსესუარები ექნება.