შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ აღმასრულებელ დირექტორად ულრიხ კიორნერი დაინიშნა. ბანკის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიორნერმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე თომას გოტშტაინი შეცვალა. ის მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან დაიწყებს. ამავდროულად, ბანკმა გამოაცხადა, რომ დაიწყებს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ მიმოხილვას.