ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ

რამდენიმე უცხოური მედიასაშუალება „კრედიტ სუის Victims“-ის სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივ დავაში არსებულ პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს“. სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რამდენიმე კვირაში მას პრობლემები შეექმნა როგორც თანხებზე წვდომასთან, ასევე ხელოვნების ნიმუშებისა და თვითმფრინავის მიღებასთან დაკავშირებით. სტატიის მიხედვითვე, „კრედიტ სუისმა“ ივანიშვილთან წამოიწყო მოლაპარაკებები და მათ უკან დაუბრუნეს შვეიცარიის სასამართლოს მიერ სამი წლის წინ დაკისრებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი. სტატიაში საუბარია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მაგრამ არ იქნა მიღებული ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიერ. შესაბამისად, „კრედიტ სუისმა“ განახორციელა კლიენტისთვის ბოლო გადარიცხვა და ახლა აცხადებს, რომ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ხელი შეუშალა კიდევ ერთ ტრასტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ „კრედიტ სუსის“ პოლიტიკური ზეწოლის კამპანია გრძელდება და ის და მისი მრჩევლები განიხილავენ დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროების შესაძლებლობას და ასევე მტკიცებულებების გამოქვეყნებას.