ბოლო 24 საათში კოვიდით 78 პაციენტი გარდაიცვალა – სპეციალისტები ისევ მძიმე ზამთარს პროგნოზირებენ. მაჩვენებელი განსაკუთრებით საგანგაშოა ვაქცინაციის შემცირებული ტემპის ფონზე. მდგომარეობის გაუარესება აისახა ჰოსპიტალურ სექტორზეც, სადაც თავისუფალი ადგილების რაოდენობა დღითიდღე მცირდება.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა 95.92 % არავაქცინირებული იყო, ჰოსპიტალიზებულთა 94.4 %-ს არ ჰქონდა ვაქცინა გაკეთებული და გარდაცვლილთა 98.96 %-საც აუცრელი მოქალაქეები შეადგენენ – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აქვეყნებს.
თათია ტაბეშაძე თემის დეტალებით.