ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 232 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 52 პაციენტი. იმის მიუხედავად, რომ გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, ინფიცირებულთა ბოლო რამდენიმე დღის სტატისტიკა ადასტურებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის მეოთხე და ყველაზე რთული ეტაპი გადალახა. თუმცა, რჩება გამოწვევები და რისკები, რომლის გაუთვალისწინებლობასაც შესაძლოა, პანდემიის აფეთქების ახალი და არანაკლებ მძიმე ტალღა მოჰყვეს.
სპეციალისტები ხანდაზმულებთან ერთად, ყველაზე დიდ რისკჯგუფად ორსულებს განიხილავენ – პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კოვიდმა 15 ორსული იმსხვერპლა. 22 000-ზე მეტი ორსულიდან სულ მცირე, ერთი დოზით ამ დროისთვის 10%-მდეა აცრილი.
როგორ უნდა გააქტიურდეს საინფორმაციო კამპანია და რას ურჩევენ სპეციალისტები რისკჯგუფებს – ნახეთ მარიამ სეთურიძისა და თამარ ნადარეიშვილის რეპორტაჟში.