გართულებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში და სპეციალისტების საგანგაშო პროგნოზები. 44 გარდაცვლილი და 2 141 ახალი შემთხვევა. ეს მაჩვენებელი მინიმალურად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან კვირა დღეს ყველაზე ნაკლები ტესტი კეთდება.
მედიკოსები წინა წლის ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, გაცილებით მძიმე სურათს პროგნოზირებენ. რას აპირებს ჯანდაცვის სექტორი იმ ფონზე, რომ აცრის მსურველთა რაოდენობა მინიმალურია, მოქალაქეების უმეტესობა არ ატარებს პირბადეს და მობილობაც მაქსიმალურადაა გაზრდილი.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო, ეს მიმდინარე კვირაში გაირკვევა. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით, არ დასტურდება.